გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველოში ყოველ ღამით ათასობით ადამიანი სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად საპროტესტო აქციას მართავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.