გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში ადანაშაულებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში ადანაშაულებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთი პასუხისმგებელია განახლებულ კიბერიერიშებზე, რომლებიც გერმანიის პარლამენტზე მიიტანეს.

„გერმანიის მთავრობას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ კიბერიერიშების უკან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამასახური დგას“, – განაცხადეს გერმანიის საგაერო უწყებაში.

ბერლინში განაცხადეს, რომ რუსეთის ასეთი ქცევა მიუღებელია და მოსკოვს მოუწოდეს, მსგავსი აქტივობები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.