გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას დროული უწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას დროული უწოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას დროული უწოდა. ამის შესახებ ჰეიკო მაასმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

როგორც მინისტრი აცხადებს, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის ქვეყნების რეაქცია არის რუსეთის მიერ ბოლო წლებში გატარებულ პოლიტიკაზე გადადგმული დროული საპასუხო ნაბიჯი.

„რუსეთი ასეთი ქცევის გამო ნდობა დაკარგულია, სკრიპალის საქმეზე დიდი ბრიტანეთისთვის გაწეული სოლიდარობა ევროკავშირის ერთიანობის ნიშანია“ – განაცხდა მაასმა.

ამასთან ერთად გერმანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგის წარმართვა აუცილებელია, რათა რეგიონული კონფლიქტების გადაჭრა მოხერხდეს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, 23-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა. მათ შორის არის საქართველოც.