გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „გამოწვევა“ უწოდა თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრას რუს და ირანელ კოლეგებთან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა „გამოწვევა“ უწოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრას რუსეთისა და ირანის ლიდერებთან.
„ის, რომ ამ ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტია, რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა. ნატო-ს წევრი თურქეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, ამიტომ ეს ფოტო ჩემთვის უფრო გაუგებარია, განსაკუთრებით ნატო-ს წევრის თვალსაზრისით“, – თქვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბერბოკის განცხადებით, თეირანში გამართული შეხვედრა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ჩვენ ერთად ვიდგეთ ძვირფას პარტნიორებთან“, რომლებიც „არა მხოლოდ იცავენ საერთაშორისო წესებს, არამედ მხარს უჭერენ მათ“.
ერდოღანი თეირანში 19 ივლისს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.