გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, ჩინეთი უფრო მეტად ჩაერთვება უკრაინის სამშვიდობო პროცესებში
გერმანიაში იმედოვნებენ, რომ ჩინეთი უფრო მეტად ჩაერთვება უკრაინის სამშვიდობო პროცესებში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
ვადეფულის თქმით, როგორც ჩანს, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს რუსეთზე იმხელა გალენა, როგორიც ჩინეთს.
„სამწუხაროდ ჩინეთს აქამდე არ გამოუყენებია თავისი შესაძლებლობა, თუმცა არც ახლაა გვიანი”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთი თავად განსაზღვრავს საკუთარ პოზიციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში.
„ჩინეთი მნიშვნელოვანი, უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს, დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ჩვენ, დიდი ხანია, მოვუწოდებთ ჩინეთს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები ომის დასრულების უზრუნველსაყოფად“,-აღნიშნა ვადეფულმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი თავის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან ბოლო საუბრის დროს წამოჭრა და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ ამ მოწოდებას პეკინში გაითვალისწინებენ.