გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება აუცილებელია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება აუცილებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება აუცილებელია. ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა ბირუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

გერმანიის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

ნატო-ს შტაბბინაში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების კონცენტრაცია იყოს.

„ჩვენ გამოწვევებით სავსე დროს ვცხოვრობთ. უკრაინის სიახლოვეს რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება უნდა იწვევდეს ჩვენს შეშფოთებას, როგორც უკრაინის გამო, ისე ჩვენი უსაფრთხოების გამო ევროპაში. დაძაბულობა აჩვენებს, რამდენად აუცილებელია ნატო-რუსეთის საბჭოს აღდგენა. ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური კარი ღიაა რუსეთთან დიალოგისთვის. ამასთან ერთად, სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამომავლო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს მტკიცე პასუხს და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგი რუსეთისთვის.