გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსის ახალი ტალღის გამო სახმელეთო საზღვრების ხელახლა დახურვის წინააღმდეგია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსის ახალი ტალღის გამო სახმელეთო საზღვრების ხელახლა დახურვის წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსის ახალი ტალღის გამო სახმელეთო საზღვრების ხელახლა დახურვის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება ჰაიკო მაასმა პარიზში ფრანგ და პოლონელ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, გაზაფხულზე მივიღეთ საზღვრების სწრაფად ჩაკეტვის ცუდი გამოცდილება, როგორც პოლონეთთან, ისე საფრანგეთთან საზღვარზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მოქალაქე კვეთს საზღვარს და მეზობელ ქვეყნებში მუშაობს. ამიტომ მარტში დაშვებული შეცდომების გამეორება აღარ გვსურს“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, მარტში კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა, რამაც საფრანგეთისა და პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონებში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია. შეზღუდვები ივნისში შემსუბუქდა.

დატოვე კომენტარი