გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი თვითიზოლაციაშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი თვითიზოლაციაშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელთანაც ჰეიკო მაასს კონტაქტი ჰქონდა „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა მინისტრის ტესტის პასუხი უარყოფითია. ჰეიკო მაასი იორდანიაში გეგმავდა სამუშაო ვიზიტით გამგზავრებას. მომხდარის გამო ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.