გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთს აკრიტიკებს, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას გეგმავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთს აკრიტიკებს, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას გეგმავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი ბრიტანეთს აკრიტიკებს, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას გეგმავს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბირთვული მარაგის გაფართოება განიარაღების მცდელობებს ეწინააღმდეგება.

ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანიის მთავრობა ფიქრობს, რომ მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ბირთვული ქობინია, რის გამოც ბერლინს ბირთვული არსენალის გაზრდა არ სურს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მნიშვნელობას.

„საერთაშორისო წესების გარეშე, ჩვენ ყოველთვის ვნახავთ, რომ ცალკეულ ქვეყნებს აქვთ შეგრძნება, თითქოს მათ სჭირდებათ ახალი შეიარაღების სისტემების შეძენა შეკავების შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ვხვდებით ამჟამად“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.