გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს ინსტრუქციებითა და ტექმომსახურებით დაეხმარებიან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს ინსტრუქციებითა და ტექმომსახურებით დაეხმარებიან

გერმანიაში აცხადებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს ინსტრუქციებითა და ტექმომსახურებით დაეხმარებიან.

აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„სადაც სხვა პარტნიორები არტილერიას აწვდიან, ჩვენ დავეხმარებით წვრთნებითა და სამხედრო ტექნიკის მოვლით“, – განაცხადა მინისტრმა ლიეტუვაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, ვეღარ მიაწვდის იარაღს საკუთარი მარაგებიდან, ამიტომ გეგმავს, მიმართოს სამრეწველო სექტორს სათადარიგო ნაწილებისა და დამატებითი მასალების მიწოდებისთვის.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, გერმანია აპირებს, მიმართოს ნატო-ს წევრებს, რომლებსაც აქვთ საბჭოთა წარმოების იარაღი, რომლის მიწოდებაც შესაძლებელი იქნება უკრაინაში.