გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება.

„რუსეთთან დაკავშირებით ევროპელებსა და აშშ-ის მთავრობას საერთო გზავნილი აქვთ. რუსეთის ქმედებებს უკრაინაში მოჰყვება საფასური და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგშია. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, როდესაც სხვადასხვა დონეზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გარდაუვალია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებების ფორმატები განსხვავდება, ჩვენი, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორების გზავნილები მოსკოვისადმი ერთნაირია“,- ამბობს ანალენა ბერბოკი.

როგორც ცნობილია, რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში დაიწყება. 10 იანვარს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება, 12 იანვარს შედგება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს მსჯელობა გაგრძელდება ეუთო-ში.