გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - ჩვენ ვერ ვხედავთ ბზარებს პუტინის სისტემაში
გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - ჩვენ ვერ ვხედავთ ბზარებს პუტინის სისტემაში

ჩვენ ვერ ვხედავთ ბზარებს პუტინის სისტემაში, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა.

გერმანიის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსულ საზოგადოებაში დავები ვლადიმერ პუტინის მთავრობას საფრთხეს არ უქმნის და რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გრძელვადიანი ომის წარმოება, რადგან აქვს საკმარისი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა.

ბრუნო კალის განცხადებით, გერმანიის დაზვერვამ ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იცოდა, რომ რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიღწევა მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.