გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე გაითიშა ციფრული რადიოარხების სისტემა, რომელსაც სამართალდამცავი და სამაშველო ორგანოები კომუნიკაციისთვის იყენებენ
გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე ციფრული რადიოარხების სისტემა გაითიშა, რომელსაც სამართალდამცავი და სამაშველო ორგანოები კომუნიკაციისთვის იყენებენ.
მასშტაბური ხარვეზის ფაქტს ადასტურებენ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია კავშირის პრობლემები და იყო თუ არა ეს შეფერხება მიზანმიმართულად გამოწვეული.
ციფრული არხები, რომელსაც კავშირისთვის იყენებენ, 5 000-მდე სადგურის საშუალებით ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაფარვას უზრუნველყოფს.