გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ამერიკა ისეთი აღარაა, როგორიც იყო
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ამერიკა ისეთი აღარაა, როგორიც იყო.
ფრიდრიხ მერცის თქმით, ის „ძალზედ შეშფოთებულია“ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ში განვითარებული მოვლენების გამო.
ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა მხარდამჭერების მიტინგზე გამოსვლის დროს განაცხადა, – წერს „პოლიტიკო“.
„ის, თუ როგორ მუშაობენ ოფიციალური პირები, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, როგორ ყრიან მათ ყველას, როგორ იწყალებენ მრავალი წლით მსჯავრდებულ ადამიანებს, ამ ყველაფერს ექნება შედეგი ამერიკისთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მერცმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ-ის ფედერალურ მთავრობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს და საგარეო დახმარების პროგრამები შეიზღუდა.
ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.