გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ორი ადამიანი მოკლეს
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ორი ადამიანი მოკლეს

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ორი ადამიანი მოკლეს. დოიჩე ველეს ცნობით, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ორი მოქალაქე მოკლა.

ინციდენტი ქალაქის შემოგარენში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში და შემდეგ ქუჩაში გახსნა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.

სავარაუდოდ მომხდარი ყოფით ნიადაგზე კონფლიქტს უკავშირდება.