გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მემარცხენე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

როგორც მედია წერს, საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სავარაუდო მემარცხენე ექსტრემისტს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმეში მთავარ მსჯავრდებულს მემარჯვენე ექსტრემისტების მიმართ ანგარიშსწორება და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც „ანტიფა“ და სხვა მემარცხენე ჯგუფები საპროტესტო აქციების გამართვის, ასევე, საზოგადოებრივი ობიექტებისა და ოფისების დაზიანების მოწოდებით გამოვიდნენ, პოლიციამ ლაიფციგში დემონსტრაციის უფლება გააუქმა.

პოლიცია შეკრების ორგანიზატორებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, რადგან აქციის მონაწილეებმა ქვების შეგროვება დაიწყეს. როგორც მედია წერს, სიტუაციის ესკალაცია დაიწყო იმით, რომ მომიტინგეები მასობრივად თავს დაესხნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.