გერმანიის ქალაქ კემნიცში ექვსი ნაციონალისტი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კემნიცში ექვსი ნაციონალისტი დააკავეს

გერმანიის ქალაქ კემნიცში ექვსი ნაციონალისტი დააკავეს. გერმანული “დოიჩე ველეს” ცნობით, ახალგაზრდების ჯგუფი გამვლელებს ემუქრებოდა და რასისტულ ლოზუნგებს ყვიროდა.

პოლიცია დაკავებულებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში სდებს ბრალს. პოლიციის ინფორმაციით, 14 სექტემბერს ქალაქ კემნიცის ქუჩებში 15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს დაესხა თავს. შედეგად ერთ-ერთმა ირანელმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

როგორც თვითმხილველები ყვებიან. თავდამსხმელები საკუთარ თავს “სახალხო რაზმებს უწოდებდნენ და მოქალაქეებს პასპორტებს უმოწმებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ კემნიცში, 26 აგვისტოს, მიგრანტებთან ჩხუბის შედეგად 35 წლის მამაკაცი მოკლეს. ამ ინციდენტის შემდეგ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გაიმართა.