გერმანიის ქალაქ კელნში, ომის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
გერმანიის ქალაქ კელნში, ომის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

გერმანიის ქალაქ კელნში, ომის საწინააღმდეგო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციელებს დაესხა თავს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაპირისპირების დროს 12 სამართალდამცველი დაშავდა. არიან დაზარალებულები აქციის მონაწილეთა შორისაც, თუმცა მათი რიცხვი უცნობია.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სამართალდამცველთა შეფასებით, საპროტესტო აქციაზე სულ 3 000-მდე ადამიანი იყო გასული.

აქციის ორგანიზატორია გაერთიანება „რაინმეტალის განიარაღება“. აღსანიშნავია, რომ „რაინმეტალის“ ქარხანა აწარმოებს საბრძოლო მასალებს, რომლებიც უკრაინის ომშიც გამოიყენება.