გერმანიის ქალაქ ბრემენის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ახლოს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს
ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატის გამო გერმანიის ქალაქ ბრემენის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.
როგორც გერმანული მედია წერს, ინციდენტი 2 ნოემბერს, საღამოს მოხდა. მედიის ცნობით, აეროპორტში რეისების შესრულება დაახლოებით ერთი საათით შეჩერდა. ამ დრომდე უცნობია, ვინ გაუშვა დრონი.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს ამოუცნობი დრონის აღმოჩენის გამო დროებით შეჩერდა ბერლინის აეროპორტის მუშაობა. 2 და 3 ოქტომბერს უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო ფრენები შეფერხდა მიუნხენის აეროპორტშიც. გერმანული მედიის ცნობით, პოლიციის საიდუმლო ანგარიშში ნათქვამია, რომ საუბარია სამხედრო სადაზვერვო უპილოტოებზე.
გერმანიაში დრონების გამოყენება აეროპორტიდან 1,5 კილომეტრის რადიუსში აკრძალულია.