გერმანიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ქალაქ ტრირში ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ნასვამი იყო
გერმანიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ქალაქ ტრირში ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ნასვამი იყო

ავტომობილის მძღოლი, რომელიც გერმანიის ქალაქ ტრირში ქვეითად მოსიარულეებში შევარდა და ხუთი ადამიანი მოკლა, ნასვამი იყო. ამის შესახებ პროკურორმა, პეტერ ფრიტზენმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დაკავებული გერმანიის მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრები 51 წლის მამაკაცია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქმედების მოტივში ტერორისტული, პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნები არ იკვეთება.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის ცხრა თვის ჩვილია. ასევე დაშავებულია 15 ადამიანი.