გერმანიის პრეზიდენტმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გააუქმა
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინაში 20 ოქტომბერს დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გააუქმა.
როგორც გამოცემა „ბილდი“ იუწყება, პრეზიდენტს ვიზიტის გაუქმება ერთდროულად სამმა ფედერალურმა უწყებამ, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და გერმანიის უსაფრთხოების ორგანომ ურჩია.
თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ვიზიტის ახალი თარიღი მალე დაინიშნება.