გერმანიის პრეზიდენტი სამხედროებს მოუწოდებს, ბელარუსში ძალა არ გამოიყენონ
გერმანიის პრეზიდენტი სამხედროებს მოუწოდებს, ბელარუსში ძალა არ გამოიყენონ

გერმანიის პრეზიდენტი მოუწოდებს სამხედროებს, ბელარუსში ძალა არ გამოიყენონ. ამის შესახებ განცხადება ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მოვუწოდებ ბელარუსელ სამხედროებს,არ ჩაიდინონ ცოდვა საკუთარი ხალხის წინაშე და არ გამოიყენონ ძალა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „აღფრთოვანებულია დემონსტრანტების სიმამაცით“. შტაინმაიერმა მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, დაიწყოს დიალოგი მომიტინგეებთან, რომლებიც სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებენ.