გერმანიის პოლიციამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში რეიდი ჩაატარა
გერმანიაში პოლიციამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში რეიდი ჩაატარა. საქმე ეხება გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალქ ელვანგენში მოქმედ თავშესაფარს, სადაც რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
მიგრანტები ტოგოელი მამაკაცის დეპორტაციას აპროტესტებდნენ. შეტაკების დროს მათ პოლიციის მანქანები დააზიანეს. ვითარების ესკალციის თავიდან ასაცილებლად, პოლიცია იძულებული გახდა დაკავებული მამაკაცი გაეთავისუფლებინა.
ელვანგენის თავშესაფარში 500 მიგრანტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. ჩატარებული რეიდის შესახებ დეტალები პოლიციას არ გაუვრცელებია.
სამართალდამცავების განცხადებაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფის აგრესული ქცევა კანონის უზენაესობას ვერ შეარყევს.