გერმანიის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვვების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
07 August 2020, Mecklenburg-Western Pomerania, Ludwigslust: The entrance of the Goethe-Gymnasium. The grammar school with about 800 pupils was closed on 07.08.2020 because of a teacher infected with corona. Photo: Iris Leithold/dpa (Photo by Iris Leithold/picture alliance via Getty Images)
გერმანიის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვვების დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი კვლავ შეწყდა.
ინფომრაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ორივე სკოლა მეკლენბურგ-წინა პომერანიას შტატშია. მედიის ინფორმაციით, გოეთეს საშუალო სკოლაში „კოვიდ-19“ ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდგინდა, თუმცა მას მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა ოთხშაბათამდე დახურული იქნება, 55 მასწავლებელს კი კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.
გლიუკსბურგის საშუალო სკოლაში კი ვირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდგინდა. ინფიცირებულის კლასელები და მასწავლებლები კარანტინში გადავიდნენ.