გერმანიის ნაკრებს მაიკ ფორდი უხელმძღვანელებს
გერმანიის ნაკრებს მაიკ ფორდი უხელმძღვანელებს

გერმანიის რაგბის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდს მსოფლიო თასის რეპეშაჟის მანძილზე გაუძღვება.

ფორდს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს – იგი ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების დაცვის მწვრთნელი იყო, ხოლო შემდეგ ინგლისური „ბათის“ და ფრანგული „ტულონის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

ინგლისელი სპეციალისტი გერმანიას ჰონგ-კონგის, კანადის და კენიას ნაკრებების წინააღგმდეგ გაიყვანს მოედანზე.

„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. გერმანია სწრაფად განვითარებადი და ამბიციური სარაგბო ქვეყანაა. ჩემი მიზანია ეს გუნდი ისტორიაში პირველად გავიყვანო მსოფლიო თასზე,“ განაცხადა ფორდმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 1A დივიზიონში „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ასპარეზობს.