გერმანიის ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
გერმანიის ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

გერმანიის ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ თამაშს გამართავს, იტყობინება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური საიტი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონების მეტოქეები თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.

„ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს. ერთა ლიგის მატების გარდა, ეს ორი თამაში ჩვენ დამატებით ინფორმაციას მოგვცემს გუნდის განვითარების შესახებ. მოუთმენლად ველოდები მატჩებს და იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე სტადიონებზე მაყურებლებს დაუშვებენ“, – აცხადებს ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი.

თურქეთის წინააღმდეგ მატჩს გერმანიის ნაკრები ქალაქ კიოლნში 7 ოქტომბერს გამართავს, ჩეხეთთან კი 11 ნოემბერს ლაიპციგში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ქვეჯგუფში გერმანელთა მეტოქეები არიან ესპანეთი, უკრაინა და შვეიცარია.