გერმანიის მთავრობის ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის შუა პერიოდისთვის იქნება მზად

07:56, 16.09.2020

გერმანიის მთავრობის ვარაუდით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის შუა პერიოდისთვის იქნება მზად. მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა და კვლევის მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობისას უსაფრთხოებას აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება.

გერმანიის მინისტრები ამბობენ, რომ ქვეყნის 750 მილიონი ევროს ოდენობის საკვლევი ფონდიდან ინვესტირება ძირითადად სამ კომპანიაში: „ბიოენტექში“, „ქიურვაქში“ და „აიდითი ბიოლოგიკაში“ მოხდება.

მსგავსი