გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ფრიდრიხ მერცი აღშფოთებულია და სრულიად ამორალურად მიიჩნევს, რომ გერჰარდ შრიოდერმა ვლადიმერ პუტინთან ერთად აღნიშნა მისი დაბადების დღე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ვიზიტი ვლადიმერ პუტინთან და მისი დაბადების დღის ერთად აღნიშვნა.
მთავრობის პრესსპიკერის მოადგილის, შტეფენ მაიერის განცხადებით, ფრიდრიხ მერცი „აღშფოთებულია“ ამ შეხვედრით.
„მხოლოდ პუტინია პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე“, – ამბობს მაიერი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები ყოველდღე იწვევს ტანჯვას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს, დაღუპულებსა და დაჭრილებს. მთავრობის პრესსპიკერის მოადგილის განმარტებით, ამ ფონზე კანცლერი „სრულიად ამორალურად“ მიიჩნევს, რომ შრიოდერი პუტინთან ერთად ზეიმობს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. შრიოდერისა და პუტინის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.