გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქვეყანას 1,4 მილიარდი ევროთი დაეხმარნენ
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქვეყანას 1,4 მილიარდი ევროთი დაეხმარნენ

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გერმანიამ ქვეყანას 1,4 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწია. ეს განცხადება გერმანიის მთავრობაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გახდა ცნობილი, სადაც საუბარი იყო გერმანია არასაკმარისად ეხმარება უკრაინას.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, გერმანია უკრაინას 110 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებითაც დაეხმარა. ბერლინში ამბობენ, რომ გერმანია უკრაინის რიგით მესამე დონორია, ევროკავშირისა და აშშ-ს შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 25 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინის დახმარება.