გერმანიის მთავრობა მომავალ წელს 180 მილიარდი ევროს სესხად აღებას გეგმავს
გერმანიის მთავრობა მომავალ წელს 180 მილიარდი ევროს სესხად აღებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა მომავალ წელს 180 მილიარდ ევროს ისესხებს. ამის შესახებ საუბარია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ბუნდესტაგის შესაბამის კომიტეტშია წარდგენილი.

სესხის ეს ოდენობა გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

საერთო ჯამში, 2021 წელს გერმანიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 498,62 მილიარდ ევროს შეადგენს.

როგორც დოკუმენტის თანმხლებ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სესხის აღება აუცილებელია, რათა პანდემიის შედეგები დროულად აღმოიფხვრას და ეკონომიკამ ზრდა განაგრძოს.

ყველაზე დიდი სესხი გერმანიამ წელს აიღო და ის 218 მილიარდ ევროს შეადგენს.

გერმანიის 2021 წლის ბიუჯეტს ბუნდესტაგი დეკემბრის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

დატოვე კომენტარი