გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები და სხვა ორგანიზაციები საზღვარგარეთ სტრატეგიული გავლენის გაფართოებას ცდილობენ
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები და სხვა ორგანიზაციები საზღვარგარეთ სტრატეგიული გავლენის გაფართოებას ცდილობენ

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსის, თომას ჰალდენვანგის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები და სხვა ორგანიზაციები საზღვარგარეთ გააქტიურდნენ და სტრატეგიული გავლენის გაფართოებას ცდილობენ.

თომას ჰალდენვანგმა ეს განცხადება გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის სასამართლო პროცესმა დაადასტურა, თუ რა სასტიკი მეთოდებით მოქმედებენ რუსეთის უწყებები საზღვარგარეთ.

ჰალდენვანგმა განაცხადა, რომ გერმანიაში ჩატარებული არჩევნების პერიოდში მისმა უწყებამ რუსული სპეცსამსახურების გააქტიურება დააფიქსირა.

„ვრცელდებოდა დეზინფორმაცია სხვადასხვა პირის შესახებ. მათ შორის მწვანეების კანდიდატ ანალენა ბერბოკზე, თუმცა საერთო ჯამში, ასეთი კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა თომას ჰალდენვანგმა.