გერმანიის ხელისუფლება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს
გერმანიის ხელისუფლება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

გერმანიის ხელისუფლება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ ქალაქ ჰალეში, სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღო.

ცხრაპუნქტიანი დოკუმენტი ექსტრემიზმის და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამოხატული ნებისმიერი სახის სიძულვილის აღკვეთას ითვალისწინებს. კერძოდ, საქმე ეხება ექსტრემიზმის ინტერნეტის საშუალებით გავრცელებაზე გამკაცრებულ კონტროლს და პროფილაქტიკური სამუშაოების გააქტიურებას.

დოკუმენტის თანახმად, ამიერიდან სოციალური ქსელები ვალდებულები იქნებიან უკანონო კონტენტის განთავსების შემთხვევაში ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობონ. თუ გაირკვევა, რომ განთავსებული კონტენტი სიძულვილის დათესვას იწვევს და საზოგადოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ინტერნეტ კომპანიები ვალდებულები იქნებიან სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული მომხმარებლის აი-პი მისამართები გადასცენ. რათა ეჭვმიტანილების მოძებნა გამარტივდეს.

გერმანიის ქალაქ ჰალეში, ერთ-ერთ სინაგოგაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ბოროტმოქმედმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ის დააკავა.