გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი აშშ-ში ჩავიდა. დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის მოლაპარაკებების მთსვარ თემებს შორი გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი-2” იქბება. ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავენ აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოსალოდნელ სავაჭრო ომს და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.

მერკელი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით ჩადის. ამიტომ საზეიმო ღონისძირბები პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის. ტრამპისა და მერკელის მოლაპარაკებები 2 საათი გაგრძელდება.
როგორც გერმანიის კანცლერის პრესსამსახურში განმარტეს, ლიდერების შეხვედრაზე ძირითადა აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესებასა და გერმანულ ბიზნესზე მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას განიხილავენ.

ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა” “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის სახელით ცნობილ გაზსადენს. ვაშინგტონი ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგია. მერკელი შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ ახალი გაზსადენი, ევროპის რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას არ გაზრდის
ამის გარდა ტრამპი და მერკელი ირანის “ბირთვული შეთანხმების” მომავალს, სირიისა და უკრაინის საკითხს განიხილავენ.