გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაზე ეროვნული ვეტოს შენარჩუნების უფლება აღარ აქვს
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაზე ეროვნული ვეტოს შენარჩუნების უფლება აღარ აქვს

ევროკავშირს აღარ აქვს უფლება შეინარჩუნოს ეროვნული ვეტო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ მას სურს, ჰქონდეს წამყვანი როლი გლობალურ პოლიტიკაში, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მოსკოვის ომი უკრაინაში კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ევროპაში ერთიანობას და ზრდის ზეწოლას ცალკეული წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპული გადაწყვეტილებების „ეგოისტური ბლოკადების“ შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრებს და სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ, რათა იპოვონ გადაწყვეტილებები მსოფლიოს სასურსათო კრიზისის, კლიმატის ცვლილებისა და პანდემიისთვის, თუ გერმანია აიღებს პასუხისმგებლობას ევროპასა და მსოფლიოზე.

შოლცის განცხადებით, გერმანია უახლოეს თვეებში წარადგენს წინადადებებს ევროპული მიგრაციის ერთობლივი პოლიტიკის, ევროპის თავდაცვის, ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გამძლეობის შესახებ.

დატოვე კომენტარი