გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს.

მისივე მტკიცებით, „დისკუსიისთვის სივრცე არსებობს“. ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ლტოლვილი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს. იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც მივიღებთ, არ უნდა გაართულოს რუსეთის მთავრობისა და დიქტატურისგან გაქცევა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ.

დატოვე კომენტარი