გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

20:20, 21.10.2020

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, იენს შპანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრს მსუბუქი სიმპტომები აქვს და საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

თვითიზოლაციაში გადავიდნენ მასთან კონტაქტში მყოფი პირებიც.

მსგავსი