გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იქიდან, სადაც გვსურს, რომ ვიყოთ
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იქიდან, სადაც გვსურს, რომ ვიყოთ

ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იქიდან, სადაც გვსურს, რომ ვიყოთ, – ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, თუმცა, როგორც იენს შპანი აცხადებს, მდგომარეობის მუდმივი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, კიდევ უფორო მეტის გაკეთებაა საჭირო.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ინფექციის შემთხვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, მცირდება, რაც კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იქიდან, სადაც გვსურს, რომ ვიყოთ“, – განაცხადა შპანმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის ფედერალური მხარეების ხელმძღვანელები სამომავლო ნაბიჯებს 19 იანვრის შეხვედრაზე განიხილავენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა, კინოთეატრებსა და რესტორნებში სიარული უფრო მალე უნდა შეეძლოთ. სხვა მინისტრები აღნიშნული წინადადების წინააღმდეგ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ამას სოციალური უთანასწორობის გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

როგორც იუსტიციის მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, მაასის წინადადება მანამდე არ განიხილება, ვიდრე არ დადასტურდება, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ინფექციის გადამტანები აღარ არიან.