გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - გერმანია აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო. იენს შპანის განცხადებას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია უნდა შეეგუოს ახალ ჩვეულ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც მთავრობა დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს.
„გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რამაც მოგვცა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნილიყავით. ეს მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ ჩვეულ ცხოვრებაზე გადავდივართ. ის არ იქნება ისეთი, როგორც მანამდე იყო. ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის ახალი ვირუსი. ეს არის ახალი სიტუაცია და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება ბალანსის პოვნა. არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საზოგადოების ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის, რადგან ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულია. ვერ გექნება კარგად აღჭურვილი ჯანდაცვის სისტემა ძლიერი ეკონომიკის გარეშე“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა „სიენენის“ ეთერში და დასძინა, რომ გერმანიის მოქალაქეებმა უნდა ისწავლონ ცხოვრება ვირუსით.