გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს

13:54, 19.03.2021

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს.

„შემთხვევების მზარდი რაოდენობა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ჩვენ მომავალ კვირებში ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს შეზღუდვების შემსუბუქებისკენ. პირიქით – შესაძლოა, ნაბიჯების უკან გადადგმაც კი მოგვიწიოს“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 482-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 226 ადამიანი.

მსგავსი