გერმანიის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება ომში ჩაბმას არ ნიშნავს
გერმანიის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება ომში ჩაბმას არ ნიშნავს

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინისთვის ტანკების ან სხვა მძიმე იარაღის მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას არ ნიშნავს, – გამოცემა „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ბუშმანის თქმით, საერთაშორისო სამართალი იარაღის მიწოდებას არ განმარტავს, როგორც ომში ჩაბმას.

მინისტრის განცხადებით, ამიტომ თუ „უკრაინა საკუთარი თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას გააცნობიერებს, მისთვის იარაღის მიწოდებით მხარდაჭერის აღმოჩენა არ გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ომის მონაწილე ვხდებით“, – აღნიშნა მან.