გერმანიაში, რურის რეგიონში პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ატარებს. Die Rheinische Post-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქალაქებში: გელზენკირხენში, დორტმუნდში, დუისბურგში, ესენში, ბოხუმსა და რეკლინგჰაუზენში 12 იანვრის საღამოს დაიწყო. საპოლიციო ღონისძიებაში 1 300 სამართალდამცველი მონაწილეობს.
Die Rheinische Post-ი წერს, რომ ოპერაცია არაბების კლანების წინააღმდეგ ტარდება და ღონისძიების ფარგლებში, მათ მიერ გახსნილ დაწესებულებებში ჩხრეკა ხორციელდება.