გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა
თბილისში, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
გერმანიის ელჩის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეები აცხადებენ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცდილობენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში დახმარება გაუწიონ. მათივე ინფორმაციით, კონკრეტულ შეთანხმებას ვერც დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს.