გერმანიის ელჩი - უნდა გვესმოდეს, რომ პარტიებს შორის შეთანხმებით პროცესი არ დასრულებულა, პირიქით, გრძელი გზა დაიწყო
გერმანიის ელჩი - უნდა გვესმოდეს, რომ პარტიებს შორის შეთანხმებით პროცესი არ დასრულებულა, პირიქით, გრძელი გზა დაიწყო

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით დაიწყო ახალი პროცესი, რომელიც კონსტრუქციულად უნდა წარიმართოს.

ქნირშის თქმით, საჭიროა კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა სწორედ საპარლამენტო განხილვებისა და ცვლილებების მიღების პროცესში.

გერმანიის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ახალ საკანონმდებლო ცვლილებაში ეუთო-ს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

„8 მარტს მიღწეული შეთანხება არ არის რაღაცა პროცესის დასასრული, პირიქით, ეს არის ახალი პროცესის დასაწყისი, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ეს არის ახალი პროცესი. უნდა შეიქმნას ძალიან სწორი და კარგი ატმოსფერო პარლამენტში ამ პროცესის გაგრძელებისა. ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი, მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები, დასადგენია მაჟორიტარული ოლქების ახალი საზღვრები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეუთო-ს რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული ახალ საკანონმდებლო ცვლილებაში.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 8 მარტს ამ ხელმოწერით რაღაც არ დასრულებულა, პირიქით, გრძელი გზა დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება კონტრუქციულად. ამისთვის საჭიროა კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა სწორედ საპარლამენტო განხილვებისა და ცვლილებების მიღების პროცესში“ ,- განაცხადა გერმანიის ელჩმა.