გერმანიის ელჩი - საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების, პარტნიორობა ყველა დონეზე გავაღრმაო​ 
გერმანიის ელჩი - საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების, პარტნიორობა ყველა დონეზე გავაღრმაო​ 

საქართველოში გერმანიის ახლად დანიშნული ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ყველა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

ამასთან, როგორც გერმანიის ელჩი ამბობს, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა, საქართველო-გერმანიის პარტნიორობა ყველა დონეზე გააღრმაოს.

„ოთხი კვირაა, რაც გერმანიის ელჩის რანგში საქართველოში ვიმყოფები და ჩემზე უკვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყნის მრავალფეროვნებამ, მისმა ისტორიამ და ევროპულმა ტრადიციებმა. განსაკუთრებით იმ სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებმა, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში შევხვდი.

გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ჩვენ ყველა სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების, პარტნიორობა ყველა დონეზე გავაღრმაო“, – ნათქვამია პეტერ ფიშერის ფეისბუქპოსტში.