გერმანიის ელჩი - საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ამას მივესალმებით, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს
გერმანიის ელჩი - საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ამას მივესალმებით, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს

ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში 27 სახელმწიფოს მეთაური გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს.

„დეკემბერში ევროკომისია გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, თანხმობა ვთქვათ, თუმცა ევროკავშირს აქვს სტანდარტები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დეკემბრამდე დაუბრკოლებლად მივალთ ამ გადაწყვეტილებამდე. ნოემბრის დასაწყისში კომისია ანგარიშს წარადგენს. ეს ტექნიკური ანალიზი იქნება და შემდეგ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში 27 სახელმწიფოს მეთაური საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საქართველო უფრო უნდა დაგვიახლოვდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მივესალმებით ამას, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ევროკავშირს აქვს სტანდარტები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. ეს ყველასთვის ცნობილია, მე სიახლეს არაფერს ვამბობ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.