გერმანიის ელჩი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრებს შეხვდა
გერმანიის ელჩი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრებს შეხვდა

​ჩემთვის იმედის მომცემია იმის ნახვა, რომ მიშელის შეთანხმებას აქვს ძლიერი მხარდაჭერა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტში, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე არაერთ საკითხზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის კავშირებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტში შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფთან შეხვედრით. ჩემი სურვილია, რომ პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გავმართო შეხვედრა. ეს არის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა შარლ მიშელის შეთანხმების გარშემო და ჩემთვის იმედის მომცემია იმის ნახვა, რომ მიშელის შეთანხმებას აქვს ძლიერი მხარდაჭერა პარლამენტში. ეს ასევე არის ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია არსებით პოლიტიკაზე და არა აბსტრაქტულ პოლიტიკაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე, მათ შორის სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირებზე და იმაზე, თუ როგორ დავაახლოოთ უფრო მეტად საქართველო ევროკავშირთან. ველოდები მომავალში შარლ მიშელის ჯგუფთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დატოვე კომენტარი