გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰაბეკის თქმით, გერმანიის მთავრობის პროგნოზი, რომ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1,3%-ით გაიზრდებოდა, არ გამართლდა და ახლა 0.2%-იან ზრდას ვარაუდობენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ნიშნავს, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, ფაქტობრივად, შეჩერდა, თუმცა სრულ რეცესიას გადაურჩა.

ჰაბეკის განმარტებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების მიზეზი არის ის, რომ გერმანიას რთული ვითარება შეექმნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რადგან ქვეყნის ინტენსიური ენერგომრეწველობა რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული და გერმანიის ექსპორტზე დამოკიდებულების გამო ქვეყანა განსაკუთრებით დაუცველი გახდა გლობალურ ვაჭრობაში ცვლილებების მიმართ.

ეკონომიკის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიგრანტი მუშების გარეშე დაიშლება.

ამასთან, გერმანიის ცენტრალური ბანკის, ბუნდერბანკის განცხადებით, ქვეყანა, შესაძლოა, რეცესიაში უკვე შევიდა. ბუნდერბანკის ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სტრესის ფაქტორები“, სავარაუდოდ, დარჩება და ეკონომიკური განვითარება, შესაძლოა, 2024 წლის პირველ კვარტალში ოდნავ შემცირდეს. ხოლო თანმიმდევრობით ორი უარყოფითი კვარტალი ქვეყნის ეკონომიკას ტექნიკურ რეცესიაში შეიყვანს.

„ბიბისის“ იუწყება, რომ 2024 წელს გერმანიაში ეკონომიკის ზრდას მცირედ, მაგრამ მაინც ელოდებიან, სრულ რეცესიაზე კი ეკონომისტები არ საუბრობენ.

გამოცემის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე შემცირდა და გადასახადებმა ენერგოსფეროში დაიკლო, რის გამოც, ეკონომისტების მოსაზრებით, ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად აღდგება.