ფაქტები
– შეწყდა დორტმუნდის შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია.
– დორტმუნდს ბოლო ხუთ მატჩში ერთი მოგება აქვს.
– მარკო როისმა პირველად ითამაშა 2 თებერვლის შემდეგ.
– პაკო ალკასერს ამ სეზონში 13 გოლი აქვს, აქედან 11 შეცვლის შემდეგ გაიტანა. ესპანელმა შეწყვიტა მე-16 ტურიდან მოყოლებული მშრალი სერია.
– აუგსბურგმა პირველად მოუგო შინ დორტმუნდს.
– შალკე ექვსი ტურია, ვერ იგებს.
– აინტრახტი შვიდი ტურია, არ აგებს.
– ლაიპციგი ექვსი ტურია, არ აგებს.
– ლაიპციგს სტუმრად ზედიზედ ოთხი მოგება აქვს, რაც საკლუბო რეკორდია.
– ნიურნბერგი 18 ტურია, ვერ იგებს.
– ნიურნბერგს შინ 10 მატჩია, არ მოუგია.
– ბაიერნმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
– გლადბახმა შინ ზედიზედ სამი მატჩი წააგო – სამივე დიდი ანგარიშით.
– ბაიერნს არასოდეს წაუგია მატჩი, როცა მიულერი გოლს იტანდა – +81=5-0.
– ლევანდოვსკის ბაიერნში 121 გოლი დაუგროვდა, რითაც მესამე ადგილზეა კლუბის ყველა დროის ბომბარდირებს შორის. მასზე წინ არიან გერდ მიულერი (365) და კარლ-ჰაინც რუმენიგე (162).
– გნაბრის გოლი მეოთხიათასე იყო ბაიერნისთვის ბუნდესლიგაში. ის პირველი კლუბია, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია.
– ბუნდესლიგაში გოლების რაოდენობით, ლევანდოვსკი გაუთანაბრდა ყველა დროის ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირს, კლაუდიო პისაროს – 195.
– შტუტგარტმა შეწყვიტა რვამატჩიანი მოუგებელი სერია.
– ჰანოვერი 24 მატჩია სტუმრად ვერ იგებს. ბოლო გასვლითი მოგება 2017 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.
– ვერდერი შვიდი ტურია არ აგებს.
– ვერდერი ერთადერი გუნდია, რომელსაც ამ სეზონზე ყველა მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.
შედეგები
აუგსბურგი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 ჟი (24), 2:0 ჟი (68), 2:1 პაკო ალკასერი (81)
შალკე-ფორტუნა 0:4
გოლები: 0:1 ლუკებაკიო (35), 0:2 კოვნაცკი (62), 0:3 რამანი (68), 0:4 კოვნაცკი (84)
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 არანგისი (4), 2:0 ბეილი (73)
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 3:2
გოლები: 1:0 კოსტიჩი (20), 1:1 ჟოელინტონი (42) 1:2 ბელფოდილი (60), 2:2 ჰალერი (89), 3:2 პასიენსია (90+6)
ჰერტა-მაინცი 2:1
გოლები: 0:1 შტარკი (46-საკ. კარში), 1:1 გრუიჩი (50), 2:1 შტარკი (60)
ნიურნბერგი-ლაიპციგი 0:1
გოლი: 0:1 კროსტერმანი (40)
გლადბახი-ბაიერნი 1:5
გოლები: 0:1 ხავი მარტინესი (2), 0:2 მიულერი (11), 1:2 შტინდლი (37), 1:3 ლევანდოვსკი (47), 1:4 გნაბრი (75), 1:5 ლევანდოვსკი (90+1-პენ)
შტუტგარტი-ჰანოვერი 5:1
გოლები: 1:0 გომესი (4), 2:0 ოზან ქაბაქი (16), 3:0 ოზან ქაბაქი (45), 3:1 ჟონათასი (68), 4:1 ცუბერი (78), 5:1 ცუბერი (81)
ვოლფსბურგი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ბრუქსი (54), 1:1 კრუზე (74)
სატურნირო მდგომარეობა
1. დორტმუნდი – 54 ქულა
2. ბაიერნი – 54
3. ლაიპციგი – 45
4. გლადბახი – 43
5. აინტრახტი – 40
6. ლევერკუზენი – 39
ბომბარდირები
15 – იოვიჩი (აინტრახტი)
15 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
13 – როისი (დორტმუნდი)
13 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)