გერმანიის ბუნდესლიგის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ომარ მარმუში დაასახელეს #1TVSPORT
გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის სექტმბერის საუკეთესო ფეხბურთელად „აინტრახტის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი ომარ მარმუში დაასახელეს.
თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე, მარმუშის გარდა, წარდგენილები მაქსიმილიან მიტელსტატი („შტუტგარტი“), მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი („ბაიერნი“), ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი“) და ვინჩენცო გრიფო („ფრაიბურგი“) იყვნენ.
25 წლის ეგვიპტელმა სექტემბერში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში გამართულ 6 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით ის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ომარ მარმუშის „აინტრახტს“ გერმანიის ჩემპიონატში 13 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ფრანკფურტელები მხოლოდ „ბაიერნსა“ და „ლაიფციგს“ ჩამორჩებიან.