გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი - გერმანია უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, რუსეთთან თავდაცვითი ომი მოუწიოს
გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი - გერმანია უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, რუსეთთან თავდაცვითი ომი მოუწიოს

გერმანია უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, თავდაცვითი ომი მოუწიოს რუსეთთან, – ამის შესახებ გერმანიის არმიის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთთან დაკავშირებით ბროიერმა თქვა, რომ მას აწუხებს, როგორ იარაღდება გერმანია ამ მომენტში და როგორ პოზიციონირებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„უკრაინის ომი, სხვა საკითხებთან ერთად, აჩვენებს უპილოტო თვითმფრინავების მზარდ მნიშვნელობას“, – განაცხადა კარსტენ ბროიერმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი, გაუმკლავდეს ნატო-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ბროიერმა უპასუხა: „დიახ. ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავი და ჩვენ დავიცავთ თავს“.